სომხეთში საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ გამართული აქციის 30 მონაწილე დააკავეს

02.05.24 12:08
სომხეთში საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ გამართული აქციის 30 მონაწილე დააკავეს

სომხეთში აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ გამართული აქციის 30 მონაწილე დააკავეს, რომლებმაც ტავუშის პროვინციის სოფელ კირანცში გზა გადაკეტეს, - ინფორმაციას მედია პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აქტივისტები აცხადებენ, რომ დაკავებულებს შორის არის ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ პარლამენტის წევრი გარნიკ დანიელიანი. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.

ამ რაიონში აპრილიდან გრძელდება მღელვარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის გამო. პროცესის დასრულების შემდეგ ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება რამდენიმე სოფელი, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი აკონტროლებდა.

შსს-მ კირანცში შესვლა აუკრძალა ჟურნალისტებსაც.