ეს კანონი შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! ვგმობთ ძალადობას თბილისის ქუჩებში! - კოოპმანი

02.05.24 16:35
ეს კანონი შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! ვგმობთ ძალადობას თბილისის ქუჩებში! - კოოპმანი

"მეორე მოსმენით მიღებული "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე" - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

ხერტ იან კოოპმანი აცხადებს, რომ 9 ნაბიჯზე პროგრესი შეზღუდულია, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე და ამის შესახებ საქართველოს პრემიერს, პრეზდენტს და მთავრობის წარმომადგენლებსაც ესაუბრა.

"ჯერ კიდევ არის დრო, ჩვენ რეკომენდაციებს სექტემბერში წარვადგენთ" - ამბობს კოოპმანი და იმედს გამოთქვას, რომ მიუხედავად ხელისუფლების რუსული პოლიტიკისა, საქართველო ამ დროის განმავლობაში საგარეო კურსს ევროპისკენ კვლავ შეიცვლის.

კოოპმანი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის დაუოკებელი ნება ევროკავშირში გაწევრიანებაა, თუმცა მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

ორი დღის განმავლობაში ჩვენ შევხვდით პრემიერს, პრეზდენტს , მთავრობის წარმომადგენლებს , ვესაუბრეთ ოპოზიციასაც. სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია, თბილისის ქუჩებში ძალადობას ვხედავთ  , ჩვენ რა თქმა უნდა  ვგმობთ ძალადობას  და ჩვენმა პრეზიდენტმა ეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა. ძალიან შემაშფოთებლად მიმდინარეობს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის დამტკიცების პროცესი. ეს არის მიუღებელი, რადგან შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებას ევროკავშირის გაფართოების კუთხით. ამავდროულად 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პროგრესი ძალიან ლიმიტირებულია, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ ანგარიშსს ამასთან დაკავშირებით, ოქტომბერში ან ნოემბერში გამოვაქვეყნებთ. ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა. მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რათა წინ გადადგან ნაბიჯები. 

ეს კანონი არის ძალიან პრობლემატური ევროკაშირის გაფართოების გზაზე. კანონი დამტკიცდა მეორე მოსმენით, მაგრამ მესამე მოსმენა კიდევ დარჩა. ამას მოჰყვება პრეზიდენტის ვეტოც. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის , ეს დრო უნდა გამოიყენონ კანონზე  სამუშაოდ. კიდევ ერთხელ, ეს კანონი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ეს არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან, მაგრამ გამჭვირვალობა ღირებულია. იმედი მაქვს რომ ამ კანონს არ დაამტკიცებენ. 

ევროკავშირმა წარმოადგინა დირექტივა, ეს კანონი ეხება გამჭვირვალობას და დემოკრატიულობას და არის ზალიან განსხვავებული კანონი. მაგრამ ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის და გამჭირვალობის მხარეს. ეს კანონი არ ახდენს საზოგადოების კონკრეტული აქტორების იდენთიფიცირებას და არ ხდის მათ სამიზნეებად. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს კანონი დამტკიცდება ძალიან პრობლემატური იქნება", - განაცხადა კოოპმანმა.

მსგავსი სიახლეები