Anonymous-მა შსს-ს ვებგვერდი გათიშა

ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გათიშა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჰაკერული ჯგუფი სოციალურ ქსელ "X"-ზე ავრცელებს.
"განახლება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი #ანონიმმა წაშალა" - წერს Anonymous.
ცნობისთვის, Anonymous-მა გუშინ "ქართული ოცნებისა" და "POS TV"-ის ვებგვერდებიც გათიშა.