ოკაპანტებმა დონეცკი გრადებიდან დაბომბეს - დაღუპულებს შორის 12 წლის ბავშვია

03.05.24 10:33
ოკაპანტებმა დონეცკი გრადებიდან დაბომბეს - დაღუპულებს შორის 12 წლის ბავშვია

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი მემრიკი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის ბავშვი.

ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. ფილაშკინის ცნობით, მტერი გრადებიდან ისროდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა შვიდი კერძო სახლი.

ნოვოგროდოვსკაიას თემის მემრიკის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა, დაღუპულებს შორის არის 12 წლის ბავშვი,- წერს ფილაშკინი.

სამეხდრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რეგიონის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებიან ოჯახებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.