რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქსა და ყირიმს დრონებით შეუტია

03.05.24 10:49
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქსა და ყირიმს დრონებით შეუტია

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქსა და ყირიმს დრონებით შეუტია. 

რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქსა და ყირიმში 6 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

რია ნოვოსტი იტყობინება, რომ ბელგოროდის რაიონში დრონი ავტობუსს დაეაც, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 

„ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე 5 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე კი - ერთი“, - აცხადებენ უწყებაში.