პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება მომიტინგეების წინააღმდეგ არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს, თავშეკავება გამოიჩინეთ - ნუს განი

03.05.24 16:23
პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება მომიტინგეების წინააღმდეგ არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს, თავშეკავება გამოიჩინეთ - ნუს განი

ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი, ნუს განი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავშეკავება გამოიჩინოს". - წერს ნუს განი.

გუშინ ღამით გმირთა მოედანზე საქართველოს მოქალაქეების გასანეიტრალებლად, პოლიციამ ნამდვილი სპეცოპერაცია ჩაატარა. ერთ მომიტინგეზეე მინიმუმ სამი პოლიციელი მოდიოდა, ასფალტზე ყრიდნენ ქალებსაც. აქციის მონაწილეების მისამართით ისმოდა გინებაც.