ძლიერი წვიმების შედეგად, ბრაზილიის სამხრეთ შტატში 39 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიის სამხრეთში ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა - რიუ-გრანდი-დუ-სულის სამოქალაქო თავდაცვის ორგანოს ცნობით, 68 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
ძლიერი ნალექის შედეგად 24 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, რომ სახლი დაეტოვებინა. ქარიშხალი შტატის 497 ქალაქიდან ნახევარზე მეტს შეეხო.
"ეს რიცხვები შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს მომდევნო დღეებში, რადგან ჩვენ უფრო მეტ რეგიონზე გვექნება წვდომა”, - განუცხადა რიო-გრანდე-დო სულის გუბერნატორმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, პორტო ალეგრეში, რიო გრანდე-დუ სულის დედაქალაქში, მდინარე გუაიბა კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორილმა ქუჩებმა ქალაქის ისტორიულ ცენტრალურ უბნებთან მისასვლელი გადაკეტეს.