"გაზპრომმა" 2023 წელს 6.9 მილიარდი დოლარის წლიური დანაკარგი განიცადა
რუსულმა "გაზპრომმა" 2023 წელს 629 მილიარდი რუბლის სუფთა წლიური დანაკარგი განიცადა - როგორც CNN-ი Reuters-ზე დაყრდნობით წერს, ეს "გაზპრომის" პირველი წლიური ზარალი იყო 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისის შემდეგ.
CNN-ის ცნობით, გაყიდვების კლება ევროპასთან შემცირებულ ვაჭრობას უკავშირდება. Reuters-ის კვლევის მიხედვით, ევროპაში "გაზპრომის" ბუნებრივი აირის მიწოდება 55.6%-ით არის შემცირებული, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან და რუსული კომპანიისთვის სანქციების დაწესებასთან არის კავშირში.