NATO რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება - ზახაროვა

04.05.24 16:48
NATO რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება - ზახაროვა

"NATO რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება" - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა.

მარია ზახაროვას თქმით, უკრაინის დახმარებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს.

ამჟამად, ცივი ომის შემდეგ ნატოს ყველაზე დიდი წვრთნები Steadfast Defender (მტკიცე მცველი) რუსეთის საზღვართან ახლოს ტარდება. მათი სცენარის მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ კოალიციის ქმედებები ყველა ინსტრუმენტის, ჰიბრიდული და ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, ხორციელდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო ჩვენთან პოტენციური კონფლიქტისთვის სერიოზულად ემზადება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მსგავსი სიახლეები