"ხეების მოყვარული მილიარდერი, რომელსაც საქართველო კრემლისკენ მიჰყავს" - The tehegraph
"ხეების მოყვარული მილიარდერი, რომელსაც საქართველო კრემლისკენ მიჰყავს," - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო გამოცემა The tehegraph.
„მას უყვარს მცენარეები, რადგან ცოცხალი არსებებისგან განსხვავებით, ისინი არ გაწუხებენ“, - თქვა გია ხუხაშვილმა, ივანიშვილის უახლოესმა მრჩეველმა The tehegraph-თან.
გამოცემა წერს, რომ "კაცი, რომელიც შუშის სასახლიდან გადაჰყურებს თბილისს", ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა, რომ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ გახდებოდა ადამიანი, რომელიც ქვეყანას კრემლთან დააახლოევდა.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ივანიშვილი გასული წლის ბოლოს დაბრუნდა, როგორც ერთგვარი ჩრდილოვანი ლიდერი და სწორედ "ოცნების" დამფუძნებელია ის ადამიანი, ვინც "პუტინის სტილის" კანონის შემოღების გეგმის უკან დგას.
კრიტიკოსების მტკიცებით, სწორედ ივანიშვილია ის ადამიანი, რომელიც "პუტინის სტილის" კანონის შემოღების გეგმის უკან დგას, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას ითვალისწინებს და რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია... ვლადიმერ პუტინის მიერ ოპოზიციის გასანადგურებლად შემოღებულ კანონმდებლობასთან მსგავსების გამო კანონპროექტს "რუსული კანონი" უწოდეს."
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა პრემიერმინისტრი ივანიშვილის მიერ იყო დანიშნული.
როგორიც არ უნდა იყოს ნამდვილი მოტივაცია ბატონი ივანიშვილის უკან დაბრუნების, მისი ქმედებები, როგორც არასდროს, იდუმალი რჩება", -წერს გამოცემა.