გერმანიაში ოლაფ შოლცის პარტიის წევრს თავს დაესხნენ

04.05.24 20:25
გერმანიაში ოლაფ შოლცის პარტიის წევრს თავს დაესხნენ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თანაპარტიელს დრეზდენში თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად მატიას ეკე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. შოლცმა მომხდარს "დემოკრატიაზე თავდასხმა" უწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.

„დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, ამიტომ არ შეიძლება უბრალოდ მხრების აჩეჩა. ჩვენ ამას ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ. ამას არ მიიღებს საზოგადოების წესიერი და გონივრული უმრავლესობა, მათ შორის, გერმანიაში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა

საუბარია სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრზე, მატიას ეკეზე, რომელსაც დრეზდენში უცნობი პირები იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც საარჩევნო პლაკატებს აკრავდა. 

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მომხდარში ბრალი ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალიანსი გერმანიისთვის“ წევრებს დასდო.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ თუ დამტკიცდება თავდასხმის პოლიტიკური მოტივი, ეს იქნება სერიოზული თავდასხმა დემოკრატიაზე.

 

მსგავსი სიახლეები