პროპაგანდა სასოწარკვეთილია - უკრაინის პასუხი რუსეთს ზელენსკის ძებნილთა სიაში შეყვანაზე

"რუსული სახელმწიფო მანქანისა და პროპაგანდის სასოწარკვეთის მტკიცებულებაა" - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის ძებნილთა სიაში შეყვანას.
უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მოცემული ფაქტი, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ მიზანს, ადაიანების ყურადღების მიპყრობას ემსახურება.
ვისარგებლებთ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ რუსეთის უსარგებლო განცხადებებისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი ომის დანაშაულების ჩადენისთვის, სავსებით რეალურია და ექვემდებარება აღსრულებას მსოფლიოს 123 ქვეყანაში." ნათქვამია უკრაინის საგარეოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა.
"რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა.
გამოცემა არ წერს, თუ კონკრეტულად რომელ მუხლზეა საუბარი.