დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი, ჰერსონი - აღდგომის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს

05.05.24 10:23
დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი, ჰერსონი - აღდგომის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს

აღდგომის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს. რუსებმა შაჰედ-131/136 ტიპის 24 თავდასხმის დრონი გაუშვეს. უპილოტოების გაშვების ზონები იყო ყირიმის კონცხი ჩაუდა, ასევე რუსეთის კურსკის რეგიონი. ამის შესახებ ტელეგრამ არხზე უკრაინის გენერალ-ლეიტენანტმა, შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა დაწერა. ნიკოლაი ოლეშჩუკის თქმით, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ხარკოვის რაიონებში 23 მკვლელი დრონი გაანეიტრალეს.

მტრის საჰაერო შეტევა მოიგერიეს საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა, - დასძინა გენერალ-ლეიტენანტმა.