უსაფრთხოების სამსახურები მთელ ევროპაში რუსული დივერსიისთვის ემზადებიან - მედია

რუსეთი მთელ კონტინენტზე დივერსიებს გეგმავს, - ამის შესახებ საკუთარი მთავრობები ევროპის სადაზვერვო სააგენტოებმა გააფრთხილეს.
ევროპული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის ტერიტორიაზე ფარულ აფეთქებებს, ხანძრების წაკიდებას და ინფრასტრუქტურის დაზიანებას უკვე აქტიურად იწყებს.
სამი ევროპული ქვეყნის სადაზვერვო შეფასებების მიხედვით, არსებობს მტკიცებულებები უფრო აგრესიული და კოორდინირებული დივერსიული მცდელობისთვის მზადების შესახებ.
”ჩვენ ვაფასებთ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი დივერსიის რისკს, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა”, - თქვა გასულ თვეში გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის (BfV) ხელმძღვანელმა თომას ჰალდენვანგმა. მისი თქმით, რუსეთი ახლა ევროპის ტერიტორიაზე ოპერაციების ჩატარებისას „მაღალი ზიანის პოტენციალით“თავს კომფორტულად გრძნობს.
ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ნატოს უშიშროების სამსახურების მეშვეობით ვრცელდებოდა ინფორმაცია "მკაფიო და დამაჯერებელი რუსული ინტრიგების" შესახებ, რომლებიც კოორდინირებული და ფართოდ იყო გავრცელებული. მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ დროა „ამაღლდეს ცნობიერება და ფოკუსირება“ ევროპაში რუსული აგრესიის საფრთხეზე.
დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსკოვის დივერსიული მცდელობები არ უნდა განიხილებოდეს სხვა ოპერაციებისგან იზოლირებულად. მისივე თქმით, გაზრდილი აქტივობა ასახავს რუსეთის სურვილს განახორციელოს მაქსიმალური ზეწოლა „მთელ ფრონტზე“.
მან თქვა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ახლა თავს „შთაგონებულად“ გრძნობს და შეეცდება გამყოფი ხაზები ევროპაში შეძლებისდაგვარად მრავალ ფრონტზე გადაიტანოს დეზინფორმაციის, დივერსიის ან ჰაკერების მეშვეობით.