რუსული კანონის გამო კრიტიკა გამწვავდა - აშშ ისევ "ოცნების" შეჩერებას ცდილობს

რუსული კანონის გამო კრიტიკა გამწვავდა. შეერთებული შტატები ისევ "ქართული ოცნების" შეჩერებას ცდილობს. ვაშინგტონში ღიად ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი სასწორზეა. თუ რუსეთიდან შთაგონებულ კანონს პარლამენტი მესამე მოსმენითაცც დაამტკიცებს, ამერიკისთვის ნათელი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი რუსეთზე გააკეთა და ბარიერი აღმართა ევროინტეგრაციის გზაზე.
ახლა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს რა უნდა, რომელი გზით სიარული - სანქციებით თუ შეზღუდვების გარეშე. თბილისში აცხადებენ, რომ ოლიგარქს ევროინტეგრაციაზე უარი და ხალხის სურვილის უარყოფა ძალაუფლების დაკარგვამდე მიიყვანს. ერთადერთი, ვინც დღეს "ოცნების" მხარესაა, რუსეთია. აქებენ ხელისუფლებას, მაგრამ ხალხსს ლანძღავენ - რუსული კანონის მოწინააღმდეგე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსულ დროშებს პარლამენტთან ცეცხლს უკიდებენ.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.