რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ენერგოობიექტებს დრონებით შეუტიეს

06.05.24 10:50
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ენერგოობიექტებს დრონებით შეუტიეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ენერგოობიექტებს დრონებით შეუტიეს. ავიაიერიშის გამო სუმის ოლქის ნაწილს ელექტროენერგიიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი ხარკოვიც. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, პუტინის დანაყოფებმა სუმის ოლქზე თავდასხმისთვის 13 დრონი გამოიყენეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღდგენითი სამუშაოები.