პუტინი საქართველოში შეიჭრა, მაგრამ არ შეჩერდა საქართველოში, ამიტომ ის უკრაინაშიც არ შეჩერდება - ჰაკიმ ჯეფრისი
"პუტინი საქართველოში შეიჭრა, მაგრამ არ შეჩერდა საქართველოში, ამიტომ პუტინი უკრაინაშიც არ შეჩერდება" - ამის შესახებ განცხადება წარმომადგენელთა პალატის "დემოკრატების" ლიდერმა განაცხადა.
ჰაკიმ ჯეფრისის თქმით, რუსეთის დიქტატორის მიზანი საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნაა, რითაც NATO-ს მოკავშირეებს საფრთხეს შეუქმნის.
თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ შეჩერდება. ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ ის არ შეჩერდა საქართველოში, ის შევიდა ყირიმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ყირიმს არ ეხებოდა, რადგან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეიჭრა. უნდა გვჯეროდეს, რომ ასეთი თანმიმდევრული აგრესიის ფონზე, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჩერდება? რა თქმა უნდა - არა. მოდით, ნუ დავუჯერებთ მის სიტყვებს, დავუჯეროთ მის მოქმედებებს და მისი მოქმედებები გვთავაზობს, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რაც საფრთხეს შუქმნის ნატო-ს მოკავშირეებს და ლოგიკური შედეგებით გამოიწვევს ამერიკული ჯარების ბრძოლაში ჩართვას“, - აღნიშნა ჰაკიმ ჯეფრისმა.
წარმომადგენელთა პალატის "დემოკრატების" ლიდერმა შეერთებულ შტატებს ომში ჩართული ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ჩვენ ვერ დავუშვებთ უკრაინას დაცემას, რადგან თუ ეს ასე მოხდა, მაშინ, დიდი ალბათობით, ამერიკას მოუწევს კონფლიქტში ჩართვა - არა უბრალოდ ჩვენი ფულით, არამედ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით“, - განაცხადა ჯეფრისმა CBS-თან ინტერვიუში.