რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მილანშიც იმართება

06.05.24 12:24
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მილანშიც იმართება

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია იტალიაშიც იმართება - ქართველი ემიგრანტები მილანში შეიკრიბნენ და "ქართული ოცნების" ინიციატივას ერთხმად ეუბნებიან არას.

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - სკანდირებენ მოქალაქეები და ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი ხელმეორედ 3 აპრილს დააინიციირა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას საქართველოში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოება ორ კვირაზე მეტია, რაც კანონპროექტს პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებს. მიუხედავად სპეცრაზმის მხრიდან აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენებისა, ხალხი დანებებას იქამდე არ აპირებს, სანამ "ოცნებას" კანონპროექტს უკან არ გააწვევინებს.