ლატვიელი დიპლომატები პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრებიან

06.05.24 12:39
ლატვიელი დიპლომატები პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრებიან

ლატვიელი დიპლომატები რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრებიან.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიზეზს ასახელებს და განმარტავს, რომ პუტინი აგრესორი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ომის დანაშაულებისთვის იძებნება.

ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას, რომელიც თავს ესხმის ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება“, - აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, მანამდე, ჩეხეთმა და ესტონეთმაც დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას, რომელიც 7 მაისს ჩატარდება, არ დაესწრებიან.