რუსეთი არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების მზადყოფნისთვის წვრთნებს ჩაატარებს

ვლადიმერ პუტინმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით სამხედრო წვრთნებისთვის მზადების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დავალებით, საბრძოლო მისიების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდის მიზნით, გენერალურმა შტაბმა წვრთნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უცნობილია, რომ წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ჩართულობით ჩატარდება.