ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

06.05.24 12:47
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე შტატ რიო გრანდე-დუ სულში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 78-მდე გაიზარდა. იძულებით გადაადგილებულია 115 000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. 

ცნობილია, რომ პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რიო გრანდე-დუ სულში ჩავიდა, რათა სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების პროცესი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განეხილა.

მსგავსი სიახლეები