უკრაინელებმა ყირიმში რუსების ჩქაროსნული კატერი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჩქაროსნული კატერი გაანადგურა.
უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით წერს, რომ Magura V5 ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა ჩქაროსნულ კატერს უზკაიას ყურის მიდამოში დაარტყა.