რუსეთის დუმამ "უცხოეთის აგენტებს" არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალა

06.05.24 16:25
რუსეთის დუმამ "უცხოეთის აგენტებს" არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალა

პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო დუმამ დაუყონებლივ მიიღო კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენით, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრძალავს უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსის მქონე პირებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში ყველა დონეზე. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

რეესტრში შეყვანილი პირები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ როგორც კანდიდატები, ასევე ვერ იქნებიან დამკვირვებლები ან რწმუნებულები. 

როცა დუმაში აგენტების კანონს ახალი რედაქციით იღებდნენ, საქართველოზე ლაპარაკობდნენ. პუტინის რეჟიმის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ რუსეთში ინიცირეული კანონი მსოფლიოს ვირუსივით მოედო. ვიაჩესლავ ვოლოდინმა აქო "ქართული ოცნების" რუსული კანონი და აგენტებად მონათლა ის ხალხ, ვინც რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღდმეგ დგას.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის დაცვაზე უნდა ვფიქრობდეთ უცხოური ჩარევისგან ჩვენს საშინაო საქმეებში და რა თქმა უნდა, მცდელობაზე გადაწყვეტილების მიღებაზე. კანონმდებლობაში არსებული თეთრი ლაქის გამო ისინი ხელისუფლებაშ არიან და აქვსთ მცდელობა, ხელი შეუწყონ არამეგობრული სახელმწიფოების ინტერესებშ არსებული გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, ჩვენ აქ უნდა დავაწესოთ ჩამკეტი მექანიზმი და მივცეთ მათ შესაძლებლობა, მიხვდნენ, რას საქმიანობენ და მიიღონ გადაწყვეტილება ან უცხოური აგენტის სტატუსი მოიხსნან ან ათმონ მანდატები.ჩვენი კანონი ძალიან დემოკრატიულია. ვინც უკვე არის უცხოეთის აგენტი, არ აქვს უფლება, ხელისუფლების ორგანოში იყოს ასახელებული.
ხომ ხეავთ, რაც ხდება საქართველოში? ხელისუფლება ცდილობს, რომ თავი დაიცვას და ვირუსი უკვე ჩაშვებულია. ვინც ფულს უცხო ქვეყნისგან იღებს და ამ ფულზე დამოკიდებულია,გასაგებია, რატომ არის ის მიტინგებიდა ხალხი რატომ დგას ქუჩებში. ეს ყველაფერი ფინანსდება იმ ქვეყნებიდან, ვისაც არ სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. საუბრებს ევროკავშირთან ამაზე აზრი არ აქვს. არავის გაუუქმებია პრინციპი, რომ სხვა ქვეყნის საქმეებშ ჩარევა დაუშვებელია. ცდილობენ, საკუთარ რწმენაზე გააიყვანონ და შემეგ ჩამოშალონ სახელმწფო. ეს კანონი მნიშვნელოვანია, ამიტომ მადლობა ყველას, - თქვა პარლამენტის სპიკერმა. 

 

მოსკოვში განმარტეს მიზეზიც, რატომ გაამკაცრეს კანონი. ირკვევა, რომ სათათბიროში მოხვედრა არჩევნების გზით პუტინის 45  ოპონენტს სურდა, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტმა მისი პარტიის კონკურენტები კანონის დახმარებით ჩამოიშორა.

 

მსგავსი სიახლეები