"საქართველოს "მარიონეტების პატრონი" მოსკოვისკენ ტრიალდება" - Financial Times ივანიშვილზე

07.05.24 10:30
"საქართველოს "მარიონეტების პატრონი" მოსკოვისკენ ტრიალდება" - Financial Times ივანიშვილზე

"საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება" - ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი პარტიისა და საქართველოს პოლიტიკური კურსის რუსეთის ორბიტისკენ მოტრიალებას შეეხება.

სტატიაში ნათქვამია, რომ "ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კავკასიური ერი რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს".

"ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც როგორც წესი თავს არიდებს საჯაროობას და მთაზე მდებარე სასახლეში ცხოვრობს, პრო-სამთავრობო აქციაში მიიღო მონაწილეობა, ჩამოვიდა მთიდან რათა კონსპირაციული, ანტი-დასავლური სიტყვა წარმოეთქვა, რომლითაც საქართველო "გლობალური ომის პარტიის" მსხვერპლად შეხაცხა, ხოლო ამავე "გლობალური ომის პარტიის" აგენტებად კი სამოქალაქო და უფლებების დამცველი ორგანიზაციები,"- ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორების შეფასებით, პრო-სამთავრობო მიტინგზე ივანიშვილის გამოსვლა, იყო მხარდაჭერის დემონსტრირება უკიდურესად საკამათო კანონი "უხოელი აგენტების" კანონის მიმართ. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რუსული სტილის კანონის მიღების სურვილი, ასევე ანტი LGBT პროპაგანდის ამკრძალავი ცვლილებების გატარება წარმოადგენს სიგნალს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარი გეზი რუსეთის ორბიტისკენ აიღოს.

"საქართველოს მთავრობის დაახლოება მოსკოვთან სამი წელია მიმდინარეობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიუხედავად. მაგრამ ანალიტიკოსები და მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ უცხოური აგენტების კანონი და ივანიშვილის გამოსვლა, რომელშიც ის კრემლის ხაზებს იმეორებდა, გარდამტეხ მომენტს ნიშნავს და რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ახლა ისევ რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება", - წერია სტატიაში.

Financial Times-ის სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა უკვე მესამე წელია რუსეთის მიმართ განსაკუთრებით საგრძნობად დამთმობი ქმედებებით გამოირჩევა, ეს ყველაფერი კი საქართველოს ევროკავშირთან აშორებს.