აშშ-ს მოთმინება დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა ბოლო მცდელობად ღირს - ფრიდი ოცნებაზე

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი "ოცნების" ხელისუფლებას აფრთხილებს.
ამერიკელი დიპლომატი ამის შესახებ ამჟამად X-ის პლატფორმაზე წერს.
აშშ-ს სურს საქართველოს მთავრობას უკან დახევის შანსი მისცეს - შესაძლოა ეს უშედეგო იყოს, თუ გავითვალისწინებთ, ბოლო პერიოდში ქართველი მაღალჩინოსნებისგან გაჟღერებულ დარტყმებს აშშ-ს მისამართით.
ეს მოთმინება დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა ბოლო მცდელობად ღირს", - წერს ფრიდი.