ჩვენს გაწვდილ ხელზე დასავლეთი ყოველთვის სისხლიანი ხელით გვპასუხობს - ზახაროვა ბრალდებების რეჟიმშია

07.05.24 11:11
ჩვენს გაწვდილ ხელზე დასავლეთი ყოველთვის სისხლიანი ხელით გვპასუხობს - ზახაროვა ბრალდებების რეჟიმშია

"არჩევნებს და ინაუგურაციას იმისთვის არ ვატარებთ, რომ დასავლეთმა შეგვაფასოს," - ასე პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბოიკოტს, არ ჩავიდნენ პუტინის ინაუგურაციაზე. მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ რუსეთის გაწვდილ მეგობრულ ხელზე დასავლეთი ყოველთვის სისხლიანი ხელით პასუხობს. რუსი პროპაგანდისტი ირწმუნება, რომ დასავლეთი კიევის რეჟიმს რაც შეიძლება მეტი რუსის ამოსახაცად იყენებენ. 

ჩვენ არჩევნებს და ინაუგურაციას არ ვატარებთ იმისთვის, რომ დასავლეთმა შეგვაფასოს, ამას ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ. იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ჩვენი რუსეთი, როგორც ცივილიზაცია. დასავლეთისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად არ გვაქვს არჩევნები, ჩვენს გაწვდილ მეგობრულ ხელზე ისინი ყოველთვის სისხლიანი ხელით გვპასუხობენ. დასავლეთი ახლა იყენებს კიევის რეჟიმს, რომ რაც შეიძლება მეტი რუსი შეიწიროს, - ამბობს ზახაროვა. 

მსგავსი სიახლეები