პუტინის ინაუგურაცია დასავლეთზე იერიშით დასრულდა - დიქტატორმა ცივილიზებული სამყარო აგრესიაში დაადანაშაულა

07.05.24 16:13
პუტინის ინაუგურაცია დასავლეთზე იერიშით დასრულდა - დიქტატორმა ცივილიზებული სამყარო აგრესიაში დაადანაშაულა

ვლადიმერ  პუტინის ინაუგურცია დასავლეთზე იერიშით დასრულდა. დიტქატორმა მმართველმა სიტყვით გამოსვლაში ცივილიზებული სამაყარო აგრესიასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ რუსეთი ყველას მიმართ კეთილგანწყობილია და ამას მსოფლიო უმრავლესობაც ხედავს. 

უნდა გვახსოვდეს შიდა არეულობისა და რყევების ტრაგიკული ფასი, ამიტომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს მყარი. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ღია კეთილი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა ქვეყანასთან, რომელიც რუსეთში ხედავს სანდო და სამართლიან პარტნიორს და ეს ნამდვილი მსოფლიო უმრავლესობაა. ჩვენ არ ვამბობთ უარს დასავლურ სახელმწიფოებთან დიალოგზე. არჩევანი მათზეა: გეგმავენ ისინი რუსეთის განვითარების შეკავების, აგრესიის, ჩვენს ქვეყანაზე უწყვეტი ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებას თუ თანამშრომლობასა და მშვიობის გზის ძიებას. გვაიმეორებ, საუბარი მათ შორის უსაფრთხოების, სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე საუბარი შესაძლებელია, თუმცა არა ძალის, ყოველგვარი ქედმაღლობის, სიამაყის და საკუთარი განსაკუთრებულობის პოზიციიდან, არამედ მხოლოდ თანაბარი პირობებით, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემით, - თქვა პუტინმა. 

შეგახსენებთ, რომ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევაზე ევროკავშირის უმრავლესმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს. რუსეთის პრეზიდენტს ფიცის დადება, ფაქტორბივად, იზოლაციაში მოუწია. 

მსგავსი სიახლეები