პუტინი მსოფლიოს სტაბილურობის გარანტია - ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერი ვიჩესლავ ვოლოდინი რუსეთის პრეზიდენტს აქებს. პუტინის ინაუგურაციის შემდეგ მან ოკუპანტი ქვეყნის მმართველის "ღირსებებზე" ისაუბრა და თქვა, რომ პუტინი მსოფლიოს სტაბილურობის გარანტია.
პუტინი არის სტაბილურობა მსოფლიოსთვის, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამმყარებელი. პუტინი იმ მრავალპოლარული სამყაროს შენებაა, რასაც ბევრი ქვეყანა ელოდება, რადგან მათ უნდათ, თავიანთი მომავალი თავადვე დაგეგმონ. ჰეგემონის კარნახის ქვეშ ვინც მოქმედებს, ეს სიკეთემდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელი, რომელიც სახელმწიფოს სამსახურში ხედავს საკუთარ მისიას, - ამბობს ვოლოდინი.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია ჩატარდა. მიწვევაზე ევროკავშირის უმრავლესმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს. რუსეთის პრეზიდენტს ფიცის დადება, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოუწია.