"როგორ ვრცელდება პუტინიზმი" - Wall Street Journal საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერს
"როგორ ვრცელდება პუტინიზმი - საქმეების შესწავლა საქართველოში", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Wall Street Jounrnal და წერს, რომ ქვეყანაში "ახალი კანონი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს პოლიტიკურ შევიწროებაში გამოავლენს".
საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსეთის კანონის ანალოგია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაერთიანება სურთ, რუსეთი კი მათ გაჩერებას ცდილობს.
საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, რუსეთს კი მათი შეჩერება. გასულ კვირას ათიათასობით ქართველი შეიკრიბა დედაქალაქ თბილისში, [რუსული] კანონის გასაპროტესტებლად,პოლიციამ კი სამოქალაქო საზოგადოებას ცრემლსადენი გაზით, გამაოგნებელი ყუმბარებითა და წყლის ჭავლით უპასუხა, რამაც ქუჩებში ხალხის რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა", - წერია სტატიაში.
WSJ ციტირებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს, რომელმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "ღრმად შეშფოთებულია" ახალი კანონით, მაგრამ კრემლი მხარს უჭერს, რაც "კანონის მიზნის მინიშნებაა".
WSJ ციტირებს ოლიგარქი ივანიშვილის ბოლოდროინდელ მუქარებსაც ოპონენტების წინააღმდეგ და წერს: "არჩევნების შემდეგ „კოლექტიური“ ნაციონალური მოძრაობა „მიიღებს სათანადო სასჯელს“ და „გადაიხდის ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულს".