აღვნიშნეთ მიმდინარე წარუმატებლობა 9 პუნქტში და "გამჭვირვალობის კანონის" EU-სთან შეუსაბამობა - სვენ გიგოლდი საქართველოშია

08.05.24 19:28
აღვნიშნეთ მიმდინარე წარუმატებლობა 9 პუნქტში და "გამჭვირვალობის კანონის" EU-სთან შეუსაბამობა - სვენ გიგოლდი საქართველოშია

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი თბილისშია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ავრცელებს.

პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ სვენ გიგოლდსა და მას შორის შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

"ვისაუბრეთ  9 პუნქტში წარუმატებლობაზე და "გამჭვირვალობის კანონის" EU-სთან შეუსაბამობაზე" - ამბობს ფიშერი და იქვე ამატებს, რომ "ოცნების" ინიციატივა საქართველოს რეგრესს განაპირობებს.

მივესალმებით სახელმწიფო მდივან სვენ გიგოლდს და გერმანიის ბიზნესის დელეგაციას თბილისში. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ყველა შესაძლებლობაზე ევროკავშირში, ბიზნესსა და სხვაზე. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მიმდინარე წარუმატებლობა 9 პუნქტში და "გამჭვირვალობის კანონის" EU-სთან შეუსაბამობა, რაც ხელს შეუშლის პროგრესს," - წერს ფიშერი.

მსგავსი სიახლეები