ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტს "ოცნება" უნდობლობას უცხადებს

08.05.24 20:30
ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტს "ოცნება" უნდობლობას უცხადებს

 

ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტს "ოცნება" უნდობლობას უცხადებს - უკვე დაანონსებულია, რომ შეხვდებიან, მოუსმენენ, მაგრამ მათ აზრს არ გაითვალისწინებენ. ასეთი განწყობით ხვდება ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების წარმომადგენლობით დელეგაციას. ევროპელი პოლიტიკოსები თბილისში ზუსტად იმ დროს ჩამოდიან, როდესაც "ოცნება" რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცებას გეგმავს. შესაბამისად, ხელისუფლებას მძიმე საუბარი ელოდება. 

ევროპელ დეპუტატებს შორის არის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთიც. "ევროპის გული არის თბილისში" - ეს პოსტი მან საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაწერა. ჯერ უცნობია, რა გზავნილებს ჩამოუტანენ ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა ფაქტია, რომ ყველა შეხვედრაზე განხილვის მთავარი და ერთადერთი საკითხი რუსული კანონი იქნება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები