ბაშკირეთში, "გაზპრომის" საწარმოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

09.05.24 14:23
ბაშკირეთში, "გაზპრომის" საწარმოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ბაშკირეთის მეთაურის, რადი ხაბიროვას ინფორმაციით, 9 მაისს რუსეთის ქალაქ სალავათის ინდისტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა.

მომხდარის შედეგად, "გაზპრომის" საწარმოში ძლიერი დაკვამლიანება იყო.

"ეს არის ჩვენი დღესასწაულის დისკრედიტაციის მცდელობა, ჩვენ არ ვაპირებთ დამორჩილებას პროვოკაციების წინაშე", - წერს ხაბიროვი.