შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით - ნორვეგიის საგარეო

შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მუქარის შემცველ ზარებსა და აქტივისტების ცემას ეხმაურება.
შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიზანში ამოიღეს სატელეფონო ზარებით და პოსტერებით, რომელიც მათ „აგენტებად“ რაცხავს.
ნორვეგია დგას ქართველების გვერდით, რომლებიც იცავენ მათ დემოკრატიას მათ შორის „უცხოური გაველნის აგენტების კანონის“ პროტესტით,“ - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში.