ძალადობა და დაშინება, მათ შორის, საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია - ფიშერი

10.05.24 20:18
ძალადობა და დაშინება, მათ შორის, საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია - ფიშერი

საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების ყურადღების მთავარი ობიექტია - ამჯერად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ეხმაურება.

დიპლომატი ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ მოქალაქეებზე თავდასხმას, მათ შორის, გერმანული ორგანიზაციების პერსონალის დაშინების მცდელობებს გმობს.

ძალადობა და დაშინება - მათ შორის, საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ - მიუღებელია. კანონის უზენაესობა გაიმარჯვებს. დემოკრატია საჭიროებს ძალადობის გამორიცხვას", - წერს ფიშერი.