მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა - ლანდსბერგისი

11.05.24 16:29
მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სამარცხვინოს უწოდებს მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების დაშინებაა და მათზე ძალადობას.

''მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა საქართველოში სამარცხვინო ტაქტიკაა, რომელიც ყოველთვის მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.'' - წერს ლანდსბერგისი.