ვთხოვთ ბორელს, დაიწყოს სანქციების მომზადება იმ პირთა მიმართ, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისგან აშორებენ - როიტენი
საქართველოში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მთავარი ობიექტია - ამჯერად რუსული კანონის მესამე მოსმენით მხარდაჭერასა და თბილისის ქუჩებში ათი ათასობით მოქალაქის გამოსვლას ევროპარლამენტარი თიის როიტენი ეხმაურება.
როიტენი დასავლელ მეგობრებს ქართველი ხალხის დახმარებისკენ უბიძგებს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიზანმიმართულად დასანქცირებისკენ მოუწოდებს.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვისწავლეთ გაკვეთილები და მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ახლა, არც მომავალ თვეში, არც მომავალ წელს. მამაცი ხალხი საქართველოს ქუჩებში გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსული სტილის საბოტაჟის მიმართ დემოკრატიაზე, კონსტიტუციაზე და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
ვთხოვთ ბორელს, დაიწყოს მიზანმიმართული სანქციების მომზადება საქართველოში იმ პირთა მიმართ, რომლებიც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებენ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს პროევროპელი ხალხის მხარდაჭერას". - წერს როიტენი.