"მოერიდეთ პოტენციურად საშიშ ადგილებს" - საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს - დიპლომატიური უწყება საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, თავი შეიკავონ პოტენციურად საშიშ ადგილებში გადაადგილებისგან.
საელჩო ასევე წერს, რომ თბილისის გარდა, შესაძლებელია სიტუაცია ბათუმსა და ქუთაისშიც გაუარესდეს.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის და მიმდებარე ქუჩები) და უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ აქციებზე დასწრებისგან, მოერიდონ პოტენციურად საშიში ადგილებს და დაიცვას სამართალდამცავი სამსახურების ბრძანებები. საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს სხვა ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში პოლონეთის საელჩოს ავრცელებს.