"კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან" - რინკევიჩი

14.05.24 18:36
"კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან" - რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი X-ზე წერს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული [რუსული] კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან.

"საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოელი აგენტების კანონი" შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან.

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის.

ამავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას", - წერს ედგარ რინკევიჩი.

84 მომხრე - "ოცნებამ" გადაწტვეტილება მიიღო - რუსული კანონი დამტკიცებულია. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ აქციის ფონზე მიიღო. 

წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. 

რუსული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. უკვე ცნობილია, რომ მას სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს. 

რა იცვლება რუსული კანონით:  "ოცნებამ" რუსული კანონი დაამტკიცა

მსგავსი სიახლეები