უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებით ევროკავშირმა განცხადება შეიმუშავა - იოზვიაკი

15.05.24 13:08
უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებით ევროკავშირმა განცხადება შეიმუშავა - იოზვიაკი

ევროკავშირის განცხადება შემუშავებულია - საქართველოში რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას გაავრცელებს.

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ განცხადებაში ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლაზე გამახვილდა.

თეთრი კვამლი! 21 საათის შემდეგ, რაც საქართველომ უცხოური აგენტების კანონი დაამტკიცა, ევროკავშირმა შეიმუშავა განცხადება ( მალე გამოქვეყნდება). მთავარი ხაზი: კანონის მიღება ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - წერს იოზვიაკი.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი მესამე მოსმენით გუშინ, 14 მაისს დაამტკიცა. 

მსგავსი სიახლეები