საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს - NATO-ს პრესსპიკერი რუსულ კანონზე

15.05.24 13:53
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს - NATO-ს პრესსპიკერი რუსულ კანონზე

"კანონი უცხოური აგენტების შესახებ" საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს" - ასე ეხმაურება NATO-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერი ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს, რომ საგარეო კურსი შეცვალონ და მშვიდობიანი დემონსტრანტების პროტესტს პატივი სცენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - წერს ის სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი მესამე მოსმენით გუშინ, 14 მაისს დაამტკიცა. 

მსგავსი სიახლეები