მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას - კოლომინა

არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი - სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში რუსული კანონის დამტკიცება ეხმაურება.
კოლომინა "ოცნებას" მოუწოდებს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.
ახლახან დამტკიცებული კანონმდებლობა ე.წ. "უცხოური აგენტების" შესახებ არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით და აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან, ქართველებისთვის მთავარ მიზანს, რომელსაც NATO მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - წერს კოლომინა.