"ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის" - ჰელსინკის კომისია
"ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის," - ასე ეხმაურება ჰელსინკის კომისია რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას.
"გუშინ, საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ გადალახა რუსული სტილის "უცხოელი აგენტების" კანონპროექტი, ხალხის ნების ძალადობრივი დარღვევით და მკვეთრი უარის თქმით მის ევროატლანტიკურ გზაზე. ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის." - წერია განცხადებაში.