ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. რუსი დიქტატორი შეხვედრებს ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების ლიდერებთან გამართავს. რუსული პროპაგანდისტული მედია იტყობინება, რომ ომის დამნაშავედ ცნობილი პრეზიდენტი დღევანდეელ დღეს პეკინში გაატარებს, ხვალ კი ხეი-ლუნძიანის პროვინციას ეწვევა.
პუტინსა და სინ ძინ პინს დაგეგმილი აქვთ ახალი შეთანხმებების გაფორმებაც, შემდეგ კი მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ.
ცნობისთვის, ეს არის ვლადიმერ პუტინის პირველი საერთაშორისო ვიზიტი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ.