ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ამ კანონით საქართველოს მთავრობა შორდება EU-ში გაწევრიანების კურსს - ბიუხნერი
გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, ვოლფგანგ ბიუხნერი რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს - ბრიუხენი ღიად აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდს საგარეო კურსი შეცვლილი აქვს და კანონპროექტით ევროკავშირს შორდება.
გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანია ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს.
ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ამ კანონით საქართველოს მთავრობა შორდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს.
ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ ეს გზა ღიაა. თუმცა, ის უკავშირდება ძალიან მკაფიო მოთხოვნებს, რომლებსაც ყველა კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს და ამ გზაზე შეღავათები არ იქნება. საქართველოს გადასაწყვეტია ამ გზის გავლა, რაც მოითხოვს მკაფიო რეფორმებს და საერთო ღირებულებების პატივისცემას". - აღნიშნა ვოლფგანგ ბიუხნერმა.