"გუშინდელ გამოსვლაში ქართველ ხალხს დავპირდი, რომ ისინი მარტო არ არიან, მათ ვხედავთ და მათი ადგილი EU-ია" - ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ქართველ ხალხს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
ცაჰკნა სოციალურ ქსელს "X"-ზე 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
გუშინდელ გამოსვლაში ქართველ ხალხს დავპირდი, რომ ისინი მარტო არ არიან, მათ ვხედავთ და მათი ადგილი ევროკავშირშია.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას!
საქართველო" - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.