რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში გახორციელდა

17.05.24 10:17
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში გახორციელდა

გასულ ღამეს  რუსეთის ქალაქ ტუაფსეში (კრასნოდარის ტერიტორია) ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში გახორციელდა. დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.

Astra Telegram-ის არხმა აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქარხანა ცეცხლსა და კვამლშია გახვეული. 

რუსეთი ამტკიცებს, რომ ამ დროისათის ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებულებიც არ არიან. ინტერნეტში ადგილობრივი მაცხოვრებლები კი წერებ, რომ ქალაქში კომუნიკაციაა შეფერხებულია.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ასზე მეტი დროი გაანეიტრალეს. 

ორმოცდაერთი უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, ორმოცდაოთხი უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარის ტერიტორიის ტერიტორიაზე, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე გავანადგურეთ, - ნათქვამია შეტყობინებაში.

მსგავსი სიახლეები