პირი, რომელმაც საფრანგეთში სინაგოგის დაწვა სცადა, ლიკვიდირებულია

17.05.24 11:45
პირი, რომელმაც საფრანგეთში სინაგოგის დაწვა სცადა, ლიკვიდირებულია

პირი, რომელმაც საფრანგეთში, ქალაქ რუანში სინაგოგის დაწვა სცადა, ლიკვიდირებულია - ინფორმაციას BBC-ი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული და როდესაც ის პოლიციისკენ დაიძრა,  ესროლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ რუანში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სინაგოგიდან ამოსული კვამლი დააფიქსირეს. 

 

მსგავსი სიახლეები