Reuters:“დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის ინიციატივას მხარს დაუჭერენ
“დიდი შვიდეულის” ქვეყნები მომავალ კვირას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ევროკავშირის ინიციატივას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციის შესახებ, - ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
შეხვედრა 24-25 მაისსაა დაგეგმილი.
ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ დისკუსიები ეხება რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებას და არა უშუალოდ ქვეყნის აქტივებს.