ევროპის კავშირში აკრძალეს „რია ნოვოსტი“, „როსიისკაია გაზეტა“ და „იზვესტია“

17.05.24 19:07
ევროპის კავშირში აკრძალეს „რია ნოვოსტი“, „როსიისკაია გაზეტა“ და „იზვესტია“

ევროპულმა საბჭომ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის ტერიტორიაზე შეაჩეროს რუსეთის რამდენიმე მედიასაშუალების მაუწყებლობა და გავრცელება.

„რია ნოვოსტი“, „როსიისკაია გაზეტა“, „იზვესტია“ და მედიაპროექტი „გოლოს ევროპი“ (Voice of Europe), რომელიც ჩეხეთშია რეგისტრირებული - სწორედ ამ მედიასაშუალებებზე აგვრცელდება შეზღუდვა.

ევროპული საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეს მედიასაშუალებები რუსეთის პროპაგანდას ავრცელებენ და იწონებენ ომს უკრაინაში.

ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, ეს მედიასაშუალებები რუსეთის ხელისუფლების გამუდმებული კონტროლის ქვეშაა და ისინი წარმოადგენს მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის ინსტრუმენტს.

ამასთან, აკრძალული გამოცემების თანამშრომლებს არ აუკრძალავენ ევროპაში მუშაობას - მაგალითად, ჟურნალისტურ გამოძიებას ან ინტერვიუს აღებას. აკრძალულია მხოლოდ მაუწყებლობა და გავრცელება.

მსგავსი სიახლეები