გადადგით რეალური ნაბიჯები - 120-ზე მეტი ევროპელი ანალიტიკოსი და პროფესორ-მასწავლებელი EU-ს მიმართავს

120-ზე მეტი ანალიტიკოსი სხვადასხვა ევროპული კვლევითი ცენტრიდან და აკადემიური პერსონალი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს მიმართავს.
განცხადების ავტორები ევროპელ ლიდერებს საქართველოსთვის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
მეტი რა უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა? ასობით ათასი მათგანი თვეზე მეტია ქუჩაში გამოდის, აფრიალებს ევროპულ დროშებს, მათ სცემენ, ისინი ცდილობენ შეაჩერონ მმართველი პარტია ბელარუსული-რეჟიმის დამყარებისგან, რომელიც მისცემს რუსეთს შესაძლებლობას დაიბრუნოს კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე“ — აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.
მათი თქმით, რუსული კანონის მიღება მხოლოდ ერთს, "ქართული ოცნებისთვის" ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება.
განცხადების ხელმომწერები ფიქრობენ, რომ საჭიროა, ევროკავშირის ინსტიტუციები პრობლემის მასშტაბებს იაზრებდნენ და მყისიერი ნაბიჯების გადადგმისკენ მიისწრაფოდენ.
ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა მკაცრ სასჯელს ოპოზიციას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. პოლიცია მშვიდობიან პრო-ევროპულ პროტესტს მზარდი ძალადობით პასუხობს. მმართველი პარტიის კრიმინალები ადამიანებს საკუთარი სახლების წინ სცემენ, მიზანში იღებენ და ემუქრებიან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს — ეს კარგად ნაცნობი ნაბიჯებია დიქტატურის მშენებლობის სახელმძღვანელოდან“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
უნდა გაიგზავნოს გზავნილი, რომ ფართომასშტაბიანი წინა-საარჩევნო მონიტორინგის მისია შეიქმნება ევროკავშირის მიერ, როგორც საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისა და ევროპულ რელსებზე დაბრუნების გზა. ევროკომისიამ უნდა შეაჩერეს ყოველგვარი საბიუჯეტო დახმარება საქართველოსთვის და შეაჩეროს მთავრობის მიერ წარმოებული პროექტების დაფინანსება სანამ „უცხოური გავლენის კანონი“ გაუქმდება და ოქტომბერში სამართლიანი არჩევნები არ გაიმართება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური და სამოგზაურო სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ გაუქმდება და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. მოგიწოდებთ გადადგათ რეალური პოლიტიკური ნაბიჯები სანამ გვიანი არ არის,“ — წერია განცხადებაში, რომელსაც "ნეტგაზეთი" ავრცელებს.